იაპონიაში საკურობა დაიწყო. დაბალი ატმოსფერული წნევის, უხვი ნალექისა და თბილი ამინდის წყალობით, ალუბლებები ჩვეულზე ხუთი დღით ადრე აყვავდა. იაკუნის ბუდისტურ ტაძართან ალუბლის ხუთი ხე გაიფურჩქნა. მასობრივად კი საკურა იაპონიაში აპრილის დასაწყისიდან ყვავის.