სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ათობით ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო ლაინერი ბაჰრ-ელ-გაზალის პროვინციაში, ქალაქ ვაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ ყველა მათგანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილას მაშველები უკვე მივიდნენ.