ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას 29 მარტს აამოქმედებს. ამის შესახებ ფორინ ოფისი იტყობინება.
„ევროკავშირში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სერ ტიმ ბაროუმ დღეს დილით ევროკავშირის საბჭოს აპარატს შეატყობინა დიდი ბრიტანეთის განზრახვა, 2017 წლის 29 მარტს აამოქმედოს ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
29 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგება, სადაც პროცედურის დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.