მსოფლიო ბედნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2012 წელს დააწესა. მას შემდეგ გაერო ბედნიერი ქვეყნების სიას აქვეყნებს. 155 ქვეყნიან რეიტინგში წელს ნორვეგია ლიდერობს, მეორე ადგილზე დანიაა, მესამე პოზიციას კი ისლანდია იკავებს. ბედნიერების კოეფიციენტს გაეროს ექსპერტები რამდენიმე კრიტერიუმით განსაზღვრავენ. მათ შორისაა ერთმანეთზე ზრუნვა, ტავისუფლება, კეთილშობილება, პატიოსნება, ჯანმრთელობა და ფინანსური უზრუნველყოფა. რეიტინგში წელს საქართველო 125-ე ადგილს იკავებს.