სასულიერო პირმა, რომელიც მესის მიმდინარეობისას ყელში დანით დაჭრეს, მელბურნის საავადმყოფო უკვე დატოვა. 48 წლის ტომი კალატურ მეთიუს თავს 72 წლის მამაკაცი დაესხა. თავდამსმხელი პოლიციამ მოგვიანებით თავდებით გაათავისუფლა. მას ბრალად წინასწარი განზრახვით ჩადენილ დანაშაულში აქვს წაყენებული. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.