პერუ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. სტუქიური უბედურების შედეგად ქვეყანა სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის. დედაქალაქის მცხოვრებლებს სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგიც არ აქვთ. სასმელი წყლის მარაგი ამოწურულია ქსელურ მარკეტებშიც. წყალდიდობას და მეწყერს პერუში 75 ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.