ციმბირში საპროტესტო აქცია გაიმართა. ნოვოსიბირსკის მცხოვრებლებმა საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდა გააპროტესტეს. აქციაში 2 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნოვოსიბირსკის გუბერნატორის თქმით, 2017 წლის ზაფხულიდან საყოფაცხოვრებო სერვისის ღირებულება 15 პროცენტით გაიზრდება. რუსეთის სხვა რეგიონებში კი კომუნალური ხარჯები მხოლდო 4 პროცენტით იზრდება.