კოლორადოში ხანძარს ებრძვიან. ბოულდერის ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. სტიქიის ზონიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.