ჩინეთი შეიარაღებულ ძალებს ამცირებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე არმიის შემადგენლობა 200 ათასი სამხედრო მოსამსხურით შემცირდება, თუმცა პირადი შემადგენლობის ნაწილი შესაძლოა სამხედრო-სარაკეტო ძალებში გადაიყვანონ. დღეისათვის ჩინეთის არმიის შემადგენლობაში 2 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.