ნატო ბალტიისპირეთში კონტინგენტს ზრდის. დღეს ესტონეთში ფრანგული ბატალიონის ნაწილი შევა. ამ ეტაპზე ესტონეთში 50 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება, უახლოეს ხანებში კი მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. ფრანგული კონტინგენტი ესტონეთში 8 თვით დარჩება, რის შემდეგაც მას დანიური ბატალიონი ჩაანაცვლებს. გასულ წელს ვარშავის სამმიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნატოს დამატებითი კონტინგენტი ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში უნდა განთავსდეს.