დონალდ ტრამპის რეიტინგი ეცემა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, „გელაპის“ მონაცემებით, თუ პრეზიდენტს გასულ კვირას მოსახლეობის 45 პროცენტი უჭერდა მხარს, კვირის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მნიშნელოვნად შემცირდა და დღეისათვის 37 პროცენტს შეადგენს. "გელაპის" ინსტიტუტის მონაცემებით, თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი 58 პროცენტამდე გაიზარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა.