რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოკიოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სერგეი ლავროვი უკვე შეხვდა იაპონელ კოლეგას. დიპლომატების საუბრის მთავარი თემა კურილიის კუნძულები იყო. შეხვედრას ესწრებოდა იაპონიის თავდაცვის მინისტრიც. თომომი ინადიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრთან იაპონიის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა და კურილიის კუნძლებზე რუსული სამხედრო ტექნიკის განთავსების გამო პროტესტი გამოთქვა. მინისტრების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მოავალში იაპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთს ეწვევა.