პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქტივისტები პოლციის მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიღბიანმა დემონსტრანტებმა ძალოვნებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობისას სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს როგორც პოლიციელებმა, ისე მომიტინგეებმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში 7000 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.