ლონდონის ეროვნულ გალერეაში უცნობმა მამაკაცმა თომას ჰეინსბოროს ნახატი „დილის გასეირნება" დააზიანა. ცნობილი მხატვრის ნამუშევარი ვანდალმა ბლაგვი საგნით ორ ადგილზე გაჭრა. მომხდარის გამო პოლიციამ ბრიტანეთს მოქალაქე, 68 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაულის მოტივი უცნობია. 1954 წელს შესრულებული თომას ჰეინსბოროს ნახატი 30 ათას ფუნტად არის შეფასებული.