მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი ბავშვებს "მალიუტკა 2"-ს უფასოდ დაურიგებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგი ლეკვეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უბნის პედიატრის რეკომენდაციით, მე-5 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრისგან ბავშვები სპეციალურ საკვებ "მალიუტკა 2"-ს უსასყიდლოდ მიიღებენ.
"ორშაბათიდან "მალიუტკა 2" -ს უსასყიდლოდ დავურიგებთ იმ ადამაინებს, ვისაც ეს დაჭირდება. ამ შემთხვევაში უბნის პედიატრების მოხსენებას დავეყრდნობით. ხოლო იმ ბავშვებს, ვინც ჩვენთან მკურნალობს ან აღრიცხვაზეა აყვანილი, მათაც საჩუქრის სახით, უფასოდ გადავცემთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგი ლეკვეიშვილმა.