გვატემალაში პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მასშტაბური საპროტესტო აქციის მიზეზი სან ხოსე პინულაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი გახდა. ბავშვთა თავშესაფრში გაჩენილმა ხანძარმა 39 ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა ბავშვებია. მომხდარის გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.