თურქეთის ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ნიდერლანდებს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება ფატმა ბეთიულ საია კაიამ სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა. მინისტრი როტერდამში სააგიტაციო მიტინგის ჩატარებას აპირებდა, თუმცა ნიდერლანდების ხელისუფლებამ მას ამის საშუალება არ მისცა. საია კაია პოლიციის ესკორტის თანხლებით გერმანიის საზღვრამდე მიაცილეს და ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს. ჰოლანდიაში არც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუშვეს.