ამ დრომდე საქსტატს ბიზნესისგან კერძო დაკვეთა არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება საქსტატის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ გააკეთა. ჭელიძე აცხადებს, რომ ბიზნესს ამ დროისათვის რაიმე კომერციული ინფორმაციაზე განაცხადი არ გაუკეებია და შესაბამისად სამსახურსაც რაიმე კომერციული ინფორმაცია მათზე არ გაუცია.
"კერძო დაკვეთები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და ჩვენ მათ აქტიურად ვემსახურებთ და ვთანამშრომლობთ და სამომავლოდ იმედი გვაქვს რომ კომეტრციული ინფორმაციებით სამომავლოდ ქართული ბიზნესიც დაინტერესდება, რადგან ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს მომსახურეობა გავუწიოთ", - განაცხადა ზაზა ჭელიძემ.