"საქპატენტსა" და "ბიზნესასოციას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბიზნესმენები ბიზნესგაერთაინებას და სახელმწიფო სტრუქტურას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და აცახებენ, რომ ასეთი თანამშრომლობა მისაღები და მნიშვნელოვანია არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც.
როგორც დღეს საქპატენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, საქპატენტი დანტერესებულია ყველა ბიზნესმენთან და ბიზნესგაერთიანებასთან ითანამშრომლოს.
"ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და მივიჩნევ რომ ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანა, რადგან ჩვენს სამსახურში ხდება სხვადასხვა პატენტებისა და საასქონლო ნიშნების დარეგსტრირება, რაც შემდგომ ამა თუ იმ ადამიანისათვის და ამ პატენტის მფლობელისათვის სერიოზული ბიზნესის კეთების მხარეც შეიძლება გახდეს. მსოფლიოში დიდი კომპანიების 30-40 პროცენტი სწორედ ამ სასაქონლო ნიშნის შემოსავალია. მაგალითად გუგლისა და მაიკროსოფთის სასაქონლო ნიშნის ყოველწლიური შემოსავალი მთლიანად ამ კომპანიების შემოსავლის 40 პროცენტამდეა და ამიტომ მნიშვნელოვანა ბიზნესთან აქტირად ვითანამშრომლოთ" - განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.
"ეს არის ძალიან კარგი ჟესტი როდესაც ბიზნესი თანამშრომლობას იწყებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრთან. კერძო სექტორმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო სტრქტურებთან, რაც ორივე მხარისთვის საბოლოოდ მომგებიანი იქნება" - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ.
ბიზნეს ასოციაციამ ანალოგიური ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მარტში სატატისტიკის ეროვნულ სამსახურთანაც გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა უამრავი ერობლივი ღონისძიება. შეიქმნა ერთობლივი სამაუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც საქსტატმა აქტიურად ითანამშრომლა ბაზობრივ ბიზნეს ასოციაციებთან. მოხდა ბიზნესისთვის განკუთვნილი სტატისტიკური კითხვარების ერთობლივი განხილვა და გამარტივება.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესასოციაციებთან და სწორედ მასთან თანამშრომლობით უკვე გავედით დარგობრივ ასოციაციებზე და მათ ჩვენ ვთავაზობთ იმ მომსახურეობას, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს იქნება ყოველთვიური თუ ყოველ კვარტლური ინფორმაციები. დიდი კომპანიის ბუღალტრებთან უკვე გავმართეთ შეხვედრები და ავუხსენით _ თუ როგორ უნდა ისარგებლონ ჩვენი ინფორმაციებით და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ კითხვარების იმ ფორმებზე, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო", - განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ.