მინსკში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. იური გუბარევიჩსა და ანატოლი ლებედკოს ე.წ. „არამუქთახორების მარშის“ ორგანიზებისთვის 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქცია მინსკში 10 მარტს გაიმართა და მასში ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ დაწესებული ე.წ. „მუქთახორობის გადასახადი“ გააპროტესტეს, რომელიც უმუშევრებს ჯარიმის გადახდას ავალდებულებს.