რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება. ამის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „მესმის, რომ ისინი გაბრაზებულები არიან, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ჩვენ ფაშიზმის გადმონაშთები ვართ, ყველანაირ ზღვარს ცდება.“-აღნიშნა მარკ რუტემ. თურქეთის პრეზიდენტმა ჰოლანდიის მთავრობა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ნიდერლანდების სამეფომ ჩავუშოღლუს თვითმფრინავის მიღებაზე უარი თქვა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როტერდამში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრას გეგმავდა.