გერმანიის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტს ჰოლანდია შემოელანძღა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების ხელისუფლება ფაშისტებად მოიხსენია. „მათ არაფერი ესმით არც პოლიტიკის და არც დიპლომატიის. ისინი ფაშისტები არიან,“-აღნიშნა ერდოღანმა. მანამდე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მევლუთ ჩავუშოღლუ როტერდამში საყოველთაო რეფერენდუმის მხარდასაჭერი აგიტაციის ჩატარებას გეგმავდა.