იაპონიაში 2011 წელს სტიქიის შედეგად დაღუპულებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და იმპერატორ აკიჰიტოს ვაჟი, პრინცი აკიშინოც ესწრებოდნენ. 2011 წლის მარტში მიწისძვრის შედეგად იპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს გიგანტური ცუნამი დაატყდა თავს. მისი სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა. სტიქიას 18 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.