ტერაქტების სერია სირიაში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად დამასკოს ცენტრალური რაიონები გახდა, სადაც ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქა. ტერაქტებს 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.