ნიუ იორკის სამედიცინო ექსპერტიზის სამმართველო ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების მიზეზის დასახელებაზე უარს ამბობს. საგანგებო განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ჯული ბოსლერმა გააკეთა. მისივე თქმით, შესაბამისი მოთხოვნით უწყებას სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმართა. გაეროში რუსეთის ელჩი 20 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.