შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პალესტინის ავტონომიის ლიდერი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ მაჰმუდ აბასის პრეს-მდივანმა ნაბილ აბუმ განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი აბასს ტელეფონით დაუკავშირდა და ვაშინგტონში ჩასვლა შესთავაზა. მანამდე თეთრ სახლს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტუმრობდა.