"ყირგიზეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განუცხადა.
"ქალაქ ოშში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქე კვლავ რჩება, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს. მათ პირადად ვესაუბრე და მითხრეს, რომ თუ საჭიროება იქნება ქალაქს თვითონ დატოვებენ. რაც შეეხება ბიშკეკში გადმოყვანილ ჩვენს 8 მოქალაქეს ისინი ყირგიზეთიდან საქართველოში თურქეთზე გავლით დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენტან" საუბარში პაატა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ქალაქებში ოშში და ჯალალ-აბადში მომხდარი არეულობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების.