ინდიელებმა თეთრ სახლთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დაკოტაში ნავთობსადენის მშენებლობა გააპროტესტეს. იმპროვიზირებულ აქციაზე ინდიელებმა რიტუალური ცეკვები შეასრულეს. დაკოტას ნავთობსადენის მშენებლობა ბარაქ ობამამ გასულ წელს ადგილობრივების პროტესტის გამო შეაჩერა, თუმცა ტრამპმა მშენებლობა განაახლა.