უამინდობა შეერთებულ შტატებში. მიჩიგანს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 470 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. ქარიშხლის შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.