სეულში მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. სხეულის მძიმე დაზიანებებით დღეს დილით საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა. საპროტესტო გამოსვლები სამხრეთ კორეის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კორუფციაში ბრალდებული პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.