ნეპალში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მგზავრებით გადატვირთული ავტობუსი სერპანტინის რაიონში ხევში გადაიჩეხა და 200 მეტრის სიღრმეზე მდინარეში ჩავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.