სტამბოლის გარეუბანში ვეტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ CNN Turk იტყობინება. ვეტმფრენი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა. მაშველებმა კატასტროფის ადგილას 5 ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთაგან 4 რუსეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა. ვეტმფრენი სავარაუდოდ სატელევიზიო ანძას წამოედო.