მოსკოვში კიდევ ერთხელ დაკავებული ილდარ დადინი საბუთების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციის აქტივისტი სამართალდამცველებმა დღეს დილით იუსტიციის სამინისტროს პიკეტირებისას დააკავეს, რომელსაც ლევ პანამარიოვთან ერთად აწყობდა. ილდარ დადინი პირველი ადამიანია, ვინც რუსეთში მიტინგების ჩატარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს და 2015 წელს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა უმაღლესმა სასამართლომ ის პატიმრობიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა.