,,პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს ის საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
„თუმცა საბოლოო დოკუმენტის დადება ალბათ, უახლოეს მომავალში მოხდება. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო იქნა გაწეული, რომელიც დღეასაც მიმდინარეობს”, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება გიორგი მარგველაშვილის განცხადებები და პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საფუძველი გახდეს, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდნეტის განცხადებებიდან გამომდინარე არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
საკონსტიტუციო კომისია, ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილებების კორექტირებაზეც მსჯელობს, რაც გიორგი მარგველაშვილმა მისი ფიგურისადმი უმრავლესობის კრიტიკული დამოკიდებულებით ახსნა. პრეზიდენტის შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ცდილობს.
2016 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტის წინადადებაზე, პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა.