გვატემალაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, უბედურმა შემთხვევამ სან-ხოსე პინულაში 35 ადამიანი ემსხვერპლა. არასრულწლოვანთა თავშესაფარს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მაშველებმა ბავშვების დროული ევაკუაცია ვერ შეძლეს. პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.