არნოლდ შვარცენეგერი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის წარმომადგენლის, დენიელ კეტჩელის თქმით, არ არის გამორიცხული, შვარცენეგერმა კენჭი გუბერნატორის პოსტზე ისევ იყაროს. არნოლდ შვარცენეგერი ტრამპის აქტიური ოპონენტია. ის ახალი საემიგრაციო კანონის წინააღმდეგ გამოდის.