ინციდენტი გერმანიაში. ქალაქ დიუსელდორფის რკინიგზის სადგურზე მამაკაცმა ნაჯახით 7 ადამიანი დაჭრა. 3 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. 2 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. თავდასხმის გამო დუსელდორფში სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეჩერდა. ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.