წუხანდელი ძლიერი წვის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანში მიწისქვეშა გადასასვლელები და საცხოვრებელი სარდაფები დატბორა.
ძლიერი წვის შედეგად ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაიტბორა. წყალი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაში მაღაზიებშიც შევარდა, რომლის ამოტუმბვაც მაშველებმა მალევე შეძლეს. ასევე წყალი სარაჯიშვილის ქუჩაში საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა და სარდაფებში დატბორა.
ამასთან, თბილისის ზღვაზე საბანაოდ ჩასული მოქალაქეებმა ძლიერი წვიმის გამო ავტომობილების ამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის დახმარებით შესძლეს.