აშშ-მ სირიაში დამატებით რამდენიმე ასეული საზღვაო ქვეითი შეიყვანა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები ადგილობრივ ძალებს ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებული რაკას გათავისუფლებაში დაეხმარებიან. ისინი ქალაქიდან 32 კილომეტრის დაშორებით ფორპოსტს შექმნიან, საიდანაც ისლამისტების საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა იქნება შესაძლებელი.