ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები და გზები წაიღო.
რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად 12 სოფლის მოსახლება ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ასევე სოფლებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
სტიქიის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები, თუმცა მდინარეებში წყლის დონის დაკლებამდე სამაშველო ღონისძიების დაწყება შეუძლებელია.