,,არც კი განვიხილავთ ვერსიას, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს აირჩიოს პრეზიდენტი იმ არგუმენტით, რომ ეს პარლამენტი ამ უფლებამოსილებით არავის აურჩევია“, - ამის შესახებ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
,,შემდგომაც, ჩვენი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია მიუხედავად იმისა რა კომპეტენციები დარჩება. რაც შეეხება საპარლამენტო სისტემას, ჩვენ ვეთანხმებით ხელისუფლებას, რომ პარლამენტი უნდა იყოს არჩეული ერთიანი პროპორციული წესით, უბრალოდ აქ არის დეტალები-როგორ უყურებს ასეთ შემთხვევაში პარლამენტი მანდატების განაწილებას, როგორ უყურებს ბარიერის შემცირებას პარლამენტში შემსვლელ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში და როგორია მათი დამოკიდებულება ბლოკებისადმი”, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.