ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 76-ს აღწევს. ქალაქის მთავარ ჰოსპიტალს თავს გუშინ 4 შეიარაღებული პირი დაესხა. ერთმა მათგანმა თავი საავადმყოფოს შესასვლელთან აიფეთქა, სამმა კი შენობაში ცეცხლი გახსნა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.