შეუძლებელია პრეზიდენტს გამორჩენოდა, რომ ხვალ პარლამენტის სხდომაა, დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,იქნებ ვინმემ ურჩიოს, რომ ასეთ განხილვებს აქვს კანონით გაწერილი დრო. პარლამეტის წევრები ხვალ პლენარულ სხდომაზე უნდა იყვნენ და არა პრეზიდენტის ახალ სპექტაკლზე. შეუძლებელია გამორჩენოდათ, ხვალ რომ სხდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ესეც შეგნებულად გააკეთეს როგორც წინა შემთხვევის დროს, როდესაც კომიტეტის სხდომების მიუხედავად, განცხადებებს ავრცელებდნენ ფრაქციებს უნდა შევხვდეთო. სწორედ ესაა უპატივცემულობა, რაც არ ჯდება არც ერთი მოქალაქის ინტერესში. მიუხედავად ასეთი გამოხტომებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას კომისიის ფარგლებში და დავდებთ ისტორიულ შედეგს ახალი, გამართული კონსტიტუციის სახით, პრეზიდენტი კი,როგორც ჩანს, გააგრელებს მსგავსი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძიანა, რომ ეს მცდელობები პროცესს ვერ შეაჩერებს.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ხვალ, მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.