ამერიკის კონგრესი პენტაგონს ,,როსობორონექსპორტთან" თანამშრომლობას უკრძალავს. 2017 წლის ბიუჯეტი წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა. სამხედრო ხარჯებისთვის წელს 578 მილიარდია გამოყოფილი. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ნათქვამია, რომ პენტაგონს რუსეთიდან სამხედრო აღჭურვილობების შეძენა მანამდე ეკრძალება, სანამ რუსეთი სირიის ხელისუფლების შეიარაღებას არ შეწყვებს და ყირიმიდან ჯარებს არ გაიყვანს.