დღეს, 17 ივნისს, 2010 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულო პირველად შეიკრიბება. ახალი მოწვევის საკრებულოში 15-ის ნაცვლად 25 წევრი იქნება.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობას, 20 მანდატს "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება "ქრისტიან-დემოკრატებსა" და "ეროვნულ საბჭოს". "ალიანსი" კი მხოლოდ ერთი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი.