ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია გამოქვეყნებული ჩანაწერი, - განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა დღეს საპატრიარქოსთან, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე თქმით, არ აქვს უფლება არ ენდოს პროკურატურას, მაგრამ ეს პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხია.
“თვითონვე თქვეს, რომ გამოქვეყნებული მტკიცებულებები სრული არ არის. მე ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება. მამა გიორგის არ ვიცნობ. ფაქტობრივად, საპატრიარქოში ორ-სამჯერ მყავს ნანახი და არ ვიცოდი, რომელ ეპარქიაში მსახურობდა. ახლა გავიგე”, - განაცხადა მეუფე იოანემ.