სკარლეტ იოჰანსონს მეუღლე სასამართლოდან განქორწინების განაცხადის გამოტანას სთხოვს. რომენ დორიაკის განცხადებას გამოცემა „ფიფალი“ ავრცელებს. „მინდა ვთხოვო, დაუყოვნებლივ გამოიტანოს სარჩელი და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, რაოდენ არასასიამოვნოც უნდა იყოს მისთვის ამის გაკეთება. ჩვენ მშვენიერი გოგონას მშობლები ვართ, რომელსაც მე და სკარლეტი ერთად გავზრდით,“-აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი. იოჰანსენმა განქორწინებაზე განაცხადი გასულ კვირას შეიტანა. ის 3 წლის ქალიშვილზე მეურვეობას ითხოვს.