ამერიკის პირველი ლედის რეიტინგი იზრდება. სოციოლოგიური გამოკითხვა ტელეკომპანია სიენენმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, მელანია ტრამპის მიმართ დადებითად რესპოდენტთა 52 პროცენტია განწყობილი. ტრამპის ინაუგურაციამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 39 პროცენტს შეადგენდა.