ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი ლობირებას თურქეთს გაუწევს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატებმა იუსტიციის სამინისტროში განაცხადი უკვე შეიტანეს. ფლინმა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი რუსეთთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა. ის რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან ფარულ შეხვედრებში ამხილეს.