დღეს, 17 ივნისს, 11:45 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" (თელავის ქ. 20)'ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები "საქსტატისა" და "საქპატენტის" ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე ბიზნესისა და საქსტატის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობით მიღწეული შედეგებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატის პრეზენტაცია გაიმართება. "საქპატენტის" გენერალური დირექტორი "ბიზნეს ასოციაციის" წევრებს ბიზნესთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმავს გააცნობს.
გარდა ამისა, "ბიზნესასოციაციასა" და "საქპატენტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.